ხმელთაშუა ზღვაში მცურავ ხომალდზე 15 მიგრანტი დაიღუპა

00:29, 06.12.2018

ხმელთაშუა ზღვაში მცურავ ხომალდზე 15 მიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას გაერო-ს მიგრაციის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ხომალდი 12 დღე ღია ზღვაში მიცურავდა. მაშველების ინფორმაციით, მიგრანტების ნაწილი შიმშილით და გაუწყლოვანების შედეგად გარდაიცვალა.

სამაშველო ოპერაციის შედეგად გადარჩენილია 10 მიგრანტი. გადარჩენილები ლიბიელმა მაშველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი