რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს. რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმების 99,65%. შედეგების მიხედვით, მეორე ადგილს იკავებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, „სოციალ-დემოკრატი“ მარსელ ჩიოლაკუ.

კერძოდ, ამ დროისთვის დათვლილი ხმები ასე ნაწილდება, ჯორჯესკუმ ამომრჩევლების ხმების 22,86% მიიღო, ჩიოლაკუმ კი – 19,22%. ამასთან, მესამე ადგილზეა ელენა ლასკონი ლიბერალური პარტიიდან „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“, მან ხმების 19,13% მიიღო, მეოთხეზე კი – ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯ სიმონი, ხმების 13,87%-ით.

პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ვერცერთმა შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება.