ხმათა 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი მაია სანდუ იმარჯვებს
ხმათა 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი მაია სანდუ იმარჯვებს.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 143 პროტოკოლიდან უკვე დათვლილია 2 128 პროტოკოლის შედეგები, რომლის მიხედვით, პროევროპული ოპოზიციური პარტიის ლიდერს ხმების 57.42 პროცენტი აქვს, მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს კი 42.58 პროცენტი.
ბოლო ინფორმაციით, მაია სანდუს მოლდოვის 910 000-ზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა, იგორ დოდონს კი 689 000-ზე მეტმა ადამიანმა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მაია სანდუ საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზეც ლიდერობს.