ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მესვეურები 2019-2020 წლების სეზონების მიხედვით შემაჯამებელ გამოკითხვას აწყობენ, რომელიც 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ორ ნომინაციაში წარდგენილნი არიან ქართველი ძიუდოისტები – ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი.
ლუხუმ ჩხვიმიანი წარდგენილია „საუკეთესო ძიუდოისტის“, ხოლო ტატო გრიგალაშვილი „ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციაში.
ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შეიძლება ამ ლინკზე – https://judofest.ijf.org/
მხარი დაუჭირეთ ქართველ ძიუდოისტებს!