ხმა მიეცით ლუხუმ ჩხვიმიანსა და ტატო გრიგალაშვილს
ხმა მიეცით ლუხუმ ჩხვიმიანსა და ტატო გრიგალაშვილს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მესვეურები 2019-2020 წლების სეზონების მიხედვით შემაჯამებელ გამოკითხვას აწყობენ, რომელიც 21 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ორ ნომინაციაში წარდგენილნი არიან ქართველი ძიუდოისტები – ლუხუმ ჩხვიმიანი და ტატო გრიგალაშვილი.

ლუხუმ ჩხვიმიანი წარდგენილია „საუკეთესო ძიუდოისტის“, ხოლო ტატო გრიგალაშვილი „ამომავალი ვარსკვლავის“ ნომინაციაში.

ხმის მიცემა ყოველ 24 საათში ერთხელ შეიძლება ამ ლინკზე – https://judofest.ijf.org/

მხარი დაუჭირეთ ქართველ ძიუდოისტებს!