ხინჩეგაშვილის 0-4-დან შემოტრიალებული შეხვედრა და მორიგი გამარჯვება ინდოეთში (ვიდეო)

ინდოეთის პროფესიულ საჭიდაო ლიგაში მეოთხე ტური დასრულდა. ბოლოს წინა ტური ვლადიმერ ხინჩეგაშვილისჰარიანა ჰამერსისა“ და „მუმბაის“ შეხვედრით დაიხურა.

ხიჩეგაშვილის მეტოქე საკმაოდ ტიტულოვანი, აზიის ჩემპიონატის გამარჯვებული და მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორი, 25 წლის მონღოლი -ერდენებატინ ბახბაიარი იყო.

შეხვედრა სწორედ მონღოლი სპორტსმენის უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდიც მისი გამარჯვებით 4-0 დასრულდა. მეორე პერიოდის და მთლიანად შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთითა და 15 წამით ადრე, ლადომ 2 ქულა გაქვითა, გადამწყვეტი უპირატესობა კი მაშინ მოიპოვა როცა 20 წამი იყო დარჩენილი. მან ბახბაიარს ჯერ გამათანაბრებელი ორი ქულა აართვა, რასაც ორი ტრიალიც მოაყოლა და საბოლოოდ 8-4 გაიმარჯვა.

ამ დრამატული შეხვედრის შემდეგ მე-12-ე დღის საუკეთესო მოჭიდავედ ტურნირის ორგანიზატორებმა სწორედ ქართველი მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ თამაშების ჩემპიონი დაასახელეს.

რაც შეეხება ამ გუნდების საბოლოო შედეგს – ლადომ და მისმა „ჰარიანა ჰამერსმა“ 4-3 გაიმარჯვეს და ამ მოგებით სატურნირო ცხრილში გენო პეტიაშვილისპანჯაბ როიალსთან“ ერთად 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. „ჰარიანა ჰამერსი“ მორიგ შეხვედრას 23 იანვარს, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ „დანგალთან“ გამართავს. სწორედ ამ შეხვედრით დასრულდება ტურნირის პირველი ეტაპი, მომდევნო დღიდან კი ნახევარფინალები დაიწყება. რაც შეეხებათ გენო პეტრიაშვილსა და მის „პანჯაბ როიალსს“ ისინი ხვალ, 22 იანვარს – „მუმბაის“ დაუპირისპირდებიან. ბოლო ტურის წინ უკვე გარკვეულია, რომ ორივე ქართველი ფალავინის გუნდი ნახევარფინალში იასპარეზებს.