„ხეტაფე“ იტალიაში ევროპის ლიგის მატჩზე გამგზავრებაზე უარს ამბობს
„ხეტაფე“ იტალიაში ევროპის ლიგის მატჩზე გამგზავრებაზე უარს ამბობს

ესპანური „ხეტაფეს“ პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა განაცხადა, რომ მისი კლუბი უარს ამბობს იტალიაში გამგზავრებაზე, სადაც ელოდება ევროპის ლიგის მერვედფინალის პირველი შეხვედრა მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ. ესპანელები იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიას უფრთხიან.

შეხვედრა მილანში 12 მარტს უნდა გაიმართოს.

„შევეგუებით ამ წყვილში დამარცხებულად გამოცხადებას, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი ჯანმრთელობით გარისკვას. ვთხოვეთ „უეფას“ მატჩის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილის მონახვა. ჩვენ პრობლემები არ გვჭირდება“, – მოჰყავს „ხეტაფეს“ პრეზიდენტის სიტყვები რადიოსადგურ „ონდა სეროს“.