ხერტ იან კოოპმანი – ევროკავშირი კვლავ მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს ძალისხმევას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში მისწრაფებებს შეესაბამება
სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი ხერტ იან კოოპმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„მქონდა გულწრფელი საუბარი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთების შესახებ და იმაზე, რა სჭირდება საქართველოს, რათა დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე.
ევროკავშირი კვლავ მოწოდებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოში ძალისხმევას, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში მისწრაფებებს შეესაბამება“, – წერს ხერტ იან კოოპმანი.
Frank exchange with @PM_Kobakhidze about EU concerns on latest developments & what is needed for Georgia to rejoin its EU path.
The 🇪🇺#EU remains committed to support efforts in 🇬🇪#Georgia that are in line with EU aspirations of Georgian citizens. pic.twitter.com/2PRsLJm7Un
— Gert Jan Koopman (@GertJanEU) May 1, 2024