ხერსონის საოკუპაციო ძალები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს საარტილერიო დარტყმა ანტონოვსკის ხიდზე
ხერსონის საოკუპაციო ძალები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს საარტილერიო დარტყმა ანტონოვსკის ხიდზე

ხერსონის საოკუპაციო ძალები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს საარტილერიო დარტყმა ანტონოვსკის ხიდზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი მტკიცებით, უკრაინელების დარტყმების შედეგად დაზიანდა სამშენებლო ტექნიკა, რომელიც მდინარე დნეპრზე გამავალი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებდა.

ამასთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დარტყმების შედეგად ხიდი „კრიტიკულად არ დაზიანებულა“. მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ რამდენი ხნით გადაიდო ხიდის გახსნა.

ანტონოვსკის ხიდი არის ერთ-ერთი იმ ორ გადასასვლელს შორის, რომლითაც რუსეთის ძალები დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მათ მიერ ოკუპირებულ რაიონებს უკავშირდებიან.