ხელვაჩაურში სოფლების დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს
ხელვაჩაურში სოფლების დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს

ხელვაჩაურში, მაჭახელას ხეობაში ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს. სოფლებს აჭარისწყალსა და კირნათს ოთხ ნახევარი კილომეტრის სიგრძის ასფალტ-ბეტონის ორმაგ საფარიანი გზა დააკავშირებს.

ბოლო წლების განმავლობაში ხეობაში მიმდინარე ჰესების მშენებლობის გამო გზის ეს მონაკვეთი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული. სამუშაოებისთვის 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

„ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია მაჭახელას ხეობის მიმართულებით ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გზის რეაბილიტაციის პარალელურად, მთლიანად კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, რომელმაც დღეს მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 17 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ‎