ხელოვნების სასახლეში მხატვარ ნოდარ ბადურაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლეში მხატვარ ნოდარ ბადურაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლეში მხატვარ ნოდარ ბადურაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. „ჟამი ბროწეულისა“ – ასე ქვია ექსპოზიციას, რომელიც მხატვრის 70 წლის იუბილეს ეძღვნება და მის მიერ 1996 წლიდან დღემდე შესრულებული ნამუშევრებია გამოფენილი.

ნოდარ ბადურაშვილის ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელოვნების სასახლეში შეეძლებათ.

„ჩემს 70 წლის იუბილეს მიეძღვნა ეს გამოფენა, რომელიც გაგრძელდება 3 ოქტომბრამდე ხელოვნების სასახლეში. ჟანრი არის თავისუფალი. თავისუფლება, თავისუფალი ხედვა, შრომა და მრავალფეროვნება – ეს არის ჟანრი. საერთოდ ჩემს თავს არიერგარდის ვუწოდებ“, – განაცხადა ნოდარ ბადურაშვილმა.

საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის გიორგი კალანდიას თქმით, საქართველოს ხელოვნების სასახლეში პირველად გამოიფინა „ლევკასის“ მეთოდით და ტექნიკით შექმნილი ნახატები.

„ვულოცავ მხატვარ ნოდარ ბადურაშვილს, რომელმაც ძალიან საინტერესო სამყარო წარმოადგინა დამთვალიერებლის წინაშე. ის ტექნიკა, რომელიც ყოველთვის იყო დამახასიათებელი მხატვრობისთვის, არის ძალიან საინტერესო და გექნებათ საშუალება, დაათვალიეროთ, მიიღოთ სიამოვნება“, – აღნიშნა საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ.