ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მორიგ შეხვედრას გამართავენ
დღეს, სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა გაიმართება.
პირველი ორი შეხვედრა 30 ნოემბერსა და 8 დეკემბერს შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დიპლომატიურ კორპუსს გაუწიეს ანგარიში და მათ მიერ შეთავაზებულ შეხვედრას დათანხმდნენ.
მორიგ შეხვედრაზეც განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება. ამ ეტაპზე, უცნობია, კონკრეტულად ვინ დაესწრება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც 12:00 საათისთვის არის დაგეგმილი.