ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და პარლამენტარებმა სოფიო ქაცარავამ და გია ვოლსკიმ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ქვემო ჭალაში და საკორინთლოში შეხვდნენ, სადაც 3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

წყალმომარაგების ხუთმილიონიანი პროექტი 17 სოფელში მიმდინარეობს, კეთდება ჭაბურღილები, რამდენიმე სოფელში მოსაგვარებელია სარწყავი წყლის პრობლემა.

შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა საზღვრისპირა სოფლებში სოციალური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავრობა მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებას გააგრძელებს.

„სპეციალური კომისია მუშაობს და ბევრ საჭიროებაზე უკვე გავეცით პასუხი. ბევრ სოფელში მოგვარდა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, გაკეთდა გზები, მიმდინარეობს სოფლების გაზიფიცირება, ყველა სტუდენტი საოკუპაციო ხაზის სოფლებიდან იღებს სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ახალგაზრდებმა არ დატოვონ  სოფლები. დღეს ეს არის პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე. მეტი განვითარება, მეტი პროგრესი, მეტი განათლება ესაა ის, რითაც ვპასუხობთ ამ გამოწვევებს“,_ განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.