ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ; პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა. 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით  ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა. 30 აპრილს გაწვევა ოფიციალურად დაიწყო და აქედან თანამედროვე ქართული ჯარის ისტორია იწყება.

დატოვე კომენტარი