ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გუშინდელი ტრაგიკული ამბის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

„ეს არის დაცინვა და არ მივცემთ საშუალებას, რომ გუშინდელი ამბის გამო ასე დაგვცინონ და ისე ჩაატარონ სხდომა, რომ თითქოს არაფერი მომხდარა, ამიტომაც არ მივცემთ საშუალებას სხდომის ჩატარების“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ საჭიროა, ქვეყანაში დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აირჩიონ ისეთი მთავრობა, რომელიც  ხალხზე არ იძალადებს.

„მოგმართავთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, თქვენ რომ ნამუსი გქონდეთ, თავად გადააყენებდით ღარიბაშვილს, რომლის წახალისებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა იმსხვერპლეს ადამიანის სიცოცხლე და ამ დანაშაულში თქვენც თანამონაწილე ხართ. ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც ხალხზე არ ძალადობს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.