ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა #1TVSPORT
ხელბურთში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალური ეტაპის წყვილები გამოვლინდა – ფინალში გასასვლელად დანია, ისლანდია, გერმანია და ხორვატია იბრძოლებენ.
მეორე ეტაპზე, A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა დანიამ, ხოლო მეორე ადგილზე გერმანია გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში საფრანგეთის ნაკრები დამაჯერებელად, 38:34 დაამარცხა. B ჯგუფში პირველი იყო ხორვატია, მეორეზე კი ისლანდია გავიდა.
ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში, 2026 | ნახევარფინალური ეტაპის წყვილები:
დანია – ისლანდია, 30 იანვარი
გერმანია – ხორვატია, 30 იანვარი
ტურნირზე ასევე გაიმართება მატჩი მეხუთე ადგილისთვის, რომელშიც პორტუგალია შვედეთს დაუპირისპირდება.
ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე E ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა.