ხელბურთი - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასვლის შანსი ხელიდან გაუშვა
ხელბურთი - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასვლის შანსი ხელიდან გაუშვა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად ფინეთთან 21-37 (12-14) დამარცხდა.

მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა არსენაშვილი და მაისურაძე, რის შემდეგაც დაგვრჩა ერთადერთი ხაზის მოთამაშე, მიქავა. ფინელებს გამოაკლდათ ძირითადი მეკარე მაკელა, რომლის ადგილიც კარში როსლანდერმა დაიკავა და მშვენივრადაც ითამაშა, ჩვენი დანაკარგი კი უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში თბილისში, 16 იანვარს, ფრედ დასრულდა – 24-24.