ხელბურთი | საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა # 1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის მეორე მატჩი ავსტრიაში ადგილობრივ ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 31:37 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და 21:17 დასრულდა. საერთო სურათი არც მატჩის მეორე ნახევარში შეცვლილა. ქართველმა ხელბურთელებმა რამდენჯერმე მოიახერხეს სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ მეტის მოხერხება ვერ შეძლეს და საბოლოოდ ექვსბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში, 9 მაისს გაიმართა და ავსტრიელთა გამარჯვებით 27:25 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ავსტრიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები:
12. ზურაბ ცინცაძე (მეკ); 11. გიორგი ცხოვრებაძე (10 გოლი), 18 ერეკლე არსენაშვილი (7), 10. ირაკლი კბილაშვილი (7), 71. გიორგი დიხამინჯია (3), 7. ხაზეინ რუსტამოვი (3), 34. მირიან გავაშელიშვილი (1), 14. თეიმურაზ ორჯონიკიძე, 3. გიორგი ლაპიაშვილი, 5. ვახტანგ ხელისუფალი, 9. გიორგი არეშიძე, 15. ირაკლი გოგოლაძე, 21. სანდრო დარსანია, 24. ზურაბ გოგავა, 34. მირიან გავაშელიშვილი, 87 დავით ნიქაბაძე (მეკ), 94. ზურიკო სიმონია.