ხელბურთი | საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთთან დამარცხდა #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 17:29 დამარცხდა.
საქართველო ჯგუფში ერთი მოგებითა და სამი წაგებით მეოთხე ადგილზე გავიდა და ტურნირზე მეხუთე/მერვე ადგილებისთვის ასპარეზობდა. საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე, B დივიზიონში მერვე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ასპარეზობდა სლოვენიასთან, ლიეტუვასთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და აზერბაიჯანთან ერთად.