ხელბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ნიკოლოზ კალანდაძემ მძიმე ტრავმა მიიღო #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ნიკოლოზ კალანდაძემ მძიმე ტრავმა მიიღო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „ჩამბერის“ ლიდერმა, ნიკოლოზ კალანდაძემ 22 სექტემბერს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და, უკანასკნელ კვლევებზე დაყრდნობით, 6-9 თვე გაუცდება.

ნიკოლოზმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების წარმატებაში, რომელიც ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე.

ახალგაზრდა ქართველი ბოლო წლებში ეროვნული გუნდის შეუცვლელი ხელბურთელია. მის ანგარიშზე 41 სანაკრებო თამაშში 209 გოლია.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობა ხელბურთში გერმანიაში 2024 წლის 10-28 იანვარს გაიმართება.