ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან დამარცხდა #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 25-26-ე ადგილებისთვის სამხრეთ კორეას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 30:33 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პლანეტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობდა (ნორვეგია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია), სადაც სამი წაგებით ბოლო ადგილზე გავიდა და 25-28-ე ადგილისთვის განაგრძობდა ასპარეზობას. ჩვენმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 32 გუნდს შორის 26-ე ადგილზე დაასრულა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიგი რუხაძე („ქუთაისი 2015“), თემურ ქამადაძე („აჭარა“), ირაკლი გურული („პეგასი“).
უკანა ხაზი: გიგა მელიავა (სტუ), ლევან ფანცხავა („პრომეთე“), სანდრო დარსანია („პეგასი“) ნიკოლოზ შერვაშიძე („აჭარა“), გიორგი არეშიძე („პეგასი“), დავით გრიშიკაშვილი („პეგასი“).
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი („სამტრედია“), ანრი აბულაძე („აჭარა“), ლუკა მუკბანიანი („პეგასი“), ნუგზარ ტარიელაძე („აჭარა“) ალექსანდრე შიოშვილი (ბსბ ბათუმი).
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი („სუჩაევა“, რუმინეთი), ლუკა ლანჩავა („ეუპენი“, ბელგია).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა, მწვრთნელები: შოთა თევზაძე, გიორგი ქობელაშვილი.