ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში საქართველოს 19-წლამდელთა გუნდმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 21:27 (11:14) დამარცხდა.
პლანეტის პირველობაზე ჩვენი ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობდა (ნორვეგია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია) და სამი წაგებით ბოლო ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიგი რუხაძე (ქუთაისი 2015), თემურ ქამადაძე (აჭარა), ირაკლი გურული (პეგასი)
უკანა ხაზი: გიგა მელიავა (სტუ), ლევან ფანცხავა (პრომეთე), სანდრო დარსანია (პეგასი) ნიკოლოზ შერვაშიძე (აჭარა), გიორგი არეშიძე (პეგასი), დავით გრიშიკაშვილი (პეგასი)
კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი (სამტრედია), ანრი აბულაძე (აჭარა), ლუკა მუკბანიანი (პეგასი), ნუგზარ ტარიელაძე (აჭარა) ალექსანდრე შიოშვილი (ბსბ ბათუმი)
ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი (სუჩაევა, რუმინეთი), ლუკა ლანჩავა (ეუპენი, ბელგია)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
მწვრთნელები: შოთა თევზაძე, გიორგი ქობელაშვილი