ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში საქართველოს 19-წლამდელთა გუნდმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 21:27 (11:14) დამარცხდა.

პლანეტის პირველობაზე ჩვენი ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობდა (ნორვეგია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია) და სამი წაგებით ბოლო ადგილზე გავიდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიგი რუხაძე (ქუთაისი 2015), თემურ ქამადაძე (აჭარა), ირაკლი გურული (პეგასი)

უკანა ხაზი: გიგა მელიავა (სტუ), ლევან ფანცხავა (პრომეთე), სანდრო დარსანია (პეგასი) ნიკოლოზ შერვაშიძე (აჭარა), გიორგი არეშიძე (პეგასი), დავით გრიშიკაშვილი (პეგასი)

კუთხეები: ვახტანგ ხელისუფალი (სამტრედია), ანრი აბულაძე (აჭარა), ლუკა მუკბანიანი (პეგასი), ნუგზარ ტარიელაძე (აჭარა) ალექსანდრე შიოშვილი (ბსბ ბათუმი)

ხაზები: გიორგი გრიშიკაშვილი (სუჩაევა, რუმინეთი), ლუკა ლანჩავა (ეუპენი, ბელგია)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა

მწვრთნელები: შოთა თევზაძე, გიორგი ქობელაშვილი