ხელბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში შეკრებაზე ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში შეკრებაზე ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPORT

2026 წლის აგვისტოში თელავში 18-წლამდე ხელბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ამ ტურნინრისთვის მოსამზადებლად საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში შეკრებაზე გაემგზავრა.

შეკრების  ფარგლებში ქართველმა ხელბურთელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს ჩრდილოეთ მაკედონიის სუპერლიგის კლუბთან, „ტინეკს პროლეტთან“ და მეტოქე 30:27 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ მამულაშვილი იყო, რომელმაც შვიდი ბურთი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები:

ნიკოლოზ მამულაშვილი (7), გიორგი კაპანაძე (6), ალექსანდრე შიოშვილი (5), საბა შუბაშიშვილი (3),  ალექსანდრე ბოჟაძე (2), ნიკოლოზ ბოჟაძე (2), საბა ფუტკარაძე (2), დიმიტრი თორია (1), დავით ხელისუფალი (1), საბა ბუიღლიშვილი (1), გიორგი მაზანიშვილი, ვანო გურგენიძე, ნიკოლოზ ნარიმანიძე.

შეკრებაზე ქართველი ხელბურთელები კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ – მეტოქეები ამჯერადაც ჩრდილოეთ მაკედონიის სუპერლიგელები – „აეროდრომი“ და „ალკალოიდი“ იქნებიან.