ხელბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში მეორე ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPOR
ხელბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში მეორე ამხანაგური მატჩი მოიგო #1TVSPOR

ჩრდილოეთ მაკედონიაში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და  ჩრდილოეთ მაკედონიის სუპერლიგის კლუბი „აეროდრომი“ 34:25 დაამარცხა.

ეს შეკრებაზე ქართველი ჭაბუკების მეორე ამხანაგური  მატჩია, პირველ შეხვედრაში შოთა თევზაძის გაწვრთნილმა გუნდმა „ტინეკს პროლეტს“ 30:27 სძლია.

საქართველოს ნაკრები:

გიორგი კაპანაძე (6), საბა ბუიღლიშვილი (5), ალექსანდრე ბოჟაძე (5), ნიკოლოზ მამულაშვილი (4), ალექსანდრე შიოშვილი (3), საბა ფუტკარაძე (3), საბა შუბაშიშვილი (3),  თორნიკე გაგუა, დიმიტრი თორია (2), ნიკოლოზ ბოჟაძე (2), ვანო გურგენიძე (1), გიორგი მაზანიშვილი, ნიკოლოზ ნარიმანიძე, საბა დიასამიძე, გიორგი კენჭაძე, დავით ხელისუფალი.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში მესამე ამხანაგურ შეხვედრას „ალკალოიდთან“ გამართავს.

2026 წლის აგვისტოში თელავი 18-წლამდე ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, ჩრდილოეთ მაკედონიაში შეკრება და ამხანაგური მატჩები კი სწორედ ამ ტურნირისათვის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპია.