ხელბურთი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ბელგია დაამარცხა და ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ხელბურთელ ვაჟთა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (M18 Championship) საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნახევარფინალში ბელგიის ნაკრები დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 42:42 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენდა შვიდმეტრინი საჯარიმო დარტყმების სერია დაინიშნა, სადაც საქართველოს ნაკრების მეკარემ, ირაკლი გურულმა ბელგიელთა 8 დარტყმიდან 3 მოიგერია, ქართველმა ხელბურთელებმა კი 6 ბურთი გაიტანეს და საბოლოოდ 48:47 მოიგეს.
საქართველო 18 აგვისტოს, 19:00 საათზე ფინალში ლუქსემბურგისა და კოსოვოს მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი გურული (მეკარე, 56 დარტყმა, 11 მოგერიება), თორნიკე გაგუა (მეკარე, 4, 2); დავით გრიშიკაშვილი (14 გოლი), დავით ხელისუფალი (7), ვახტანგ ხარებაშვილი (6), გიორგი კაპანაძე (6), საბა ფუტკარაძე (4), ალექსანდრე შიოშვილი (4), საბა ბუიღლიშვილი (3), ნიკოლოზ მამულაშვილი (2), გიგა ბერიძე (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), გიორგი მაზანაშვილი, საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე.