ხელბურთი | ქართველი ლეგიონერების შედეგიანი მატჩები #1TVSPORT
ხელბურთი | ქართველი ლეგიონერების შედეგიანი მატჩები #1TVSPORT

ქართველმა ხელბურთელებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები გამართეს და საკმაოდ შედეგიანად ითამაშეს.

პოლონეთის ჩემპიონატში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა მირიან გავაშელიშვილმა, რომლის „ოსტროვიამ“ სუპერლიგის 23-ე ტურში „აზოტს“ უმასპინძლა და 38:23 მოუგო. გავაშელიშვილმა კი 5 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა – ქართველი ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ხორვატიაში საჩემპიონო ჯგუფის მეხუთე ტურში გიორგი ცხოვრებაძე და „ზაგრები“ „ნექსე ნაშიცეს“ ესტუმრნენ და 31:26 დაამარცხეს. ცხოვრებაძის ანგარიშზე ხუთი გოლია.

საფრანგეთში  „პროვანსი ექსი“, სადაც ნიკოლოზ კალანდაძე თამაშობს, „შარტრის“ ეწვია. მატჩი დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – 30:30. საქართველოს ნაკრების წევრმა ოთხი გოლი გაიტანა.

ისლანდიის ჩემპიონატში გიორგი დიხამინჯიამ და „აკიურეირმა“ 22-ე ტურში გასვლითი მატჩი ჩაატარეს „თორ აკიურეირთან“ – შეხვედრა ფრედ, 31:31 დასრულდა, დიხამინჯიამ შვიდი გოლი გაიტანა.