ხელბურთი | ოთხიდან ოთხი მოგება – საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე კოსოვო დაამარცხა #1TVSPORT
თელავში მიმდინარე EHF-ის ევროპის ჩემპიონატზე (Men’s 18 EHF Championship) 18-წლამდე ვაჟ ხელბურთელთა შორის, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო – ქართველმა ხელბურთელებმა ამჯერად კოსოვოს ნაკრები დაამარცხეს – 35:30.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი (13) ვახტანგ ხარებაშვილის ანგარიშზეა (რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამშეც გახდა), ნიკოლოზ მამულაშვილმა და გიორგი კაპანაძემ კი 7-7 ბურთი მიითვალეს.
საქართველოს ნაკრები:
გიორგი ქევხიშვილი (14 მოგერიება); ვახტანგ ხარებაშვილი (13 გოლი), ნიკოლოზ მამულაშვილი (7), გიორგი კაპანაძე (7), ალექსანდრე ბოჟაძე (2), ნიკოლოზ ბიბლაია (2), საბა ბუიღლიშვილი (2), ანდრია ბურჯალიანი (1), ვანოო გურგენიძე (1), საბა შუბაშიშვილი, ნიკოლოზ ბოჟაძე, დიმიტრი თორია, შოთა ახვლედიანი, ნიკოლოზ ნარიმანიძე.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 8 აგვისტოს ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.