ხელბურთი | ორჯონიკიძის ცხრა გოლის მიუხედავად, „ოჰრიდი“ მაინც დამარცხდა #1TVSPORT
ხელბურთი | ორჯონიკიძის ცხრა გოლის მიუხედავად, „ოჰრიდი“ მაინც დამარცხდა #1TVSPORT

მაკედონიის ჩემპიონატიის სუპერლიგაში „ოჰრიდმა“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე თამაშობს, გასვლითი მატჩი გამართა ერთ-ერთ ლიდერ „ალკალოიდთან“  და 26:29 დამარცხდა.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე თამაშში სტუმრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ორჯონიკიძე იყო, რომელმაც ამ შეხვედარში 9 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მეორე ტაიმში ქართველმა ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც „ოჰრიდმა“ დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ორჯონიკიძემ ცოტა ხნის წინ „ოჰრიდთნ“ კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა და კლუბში კიდევ ერთი წელი დარჩება.