ხელბურთი | ორჯონიკიძემ და დიხამინჯიამ შედეგიანი მატჩები ჩაატარეს #1TVSPORT
ქართველი ლეგიონერები განაგრძობენ შედეგიან თამაშს თავიანთ გუნდებში.
ჩრდილოეთ მაკედონიაში „ოჰრიდმა“ „ტიკვეში“ სტუმრად 24:20 დაამარცხა. ორივე გინდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თეიმურაზ ორჯონიკიძე იყო, რომელმაც 9 გოლი გაიტანა. მომდევნო მატჩს „ოჰრიდი“ 4 მაისს „სკოპიესთან“ გამართავს.
დრამატული შეხვედრა გაიმართა პოლონეთში – „აზოტი“ სტუმრად „ზაგლებიეს“ ესტუმრა – შეხვედრა ფრედ 43:43 დასრულდა, მატჩისშემგომ პენალტების სერიაში კი „ზაგლებიემ 3:1 მოიგო და საბოლოოდ მეტოქე 46:44 დაამარცხა.
„აზოტის“ შემადგენლობაში მეკარე ზურაბ ცინცაძეს არ უთამაშია, სამაგიეროდ, გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, გიორგი დიხამინჯია, რომელმაც მეტოქის კარში 10 გოლი გაიტანა.