ხელბურთი | ნიკოლოზ კალანდაძე კარიერას „პროვანს ექსში“ გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნიკოლოზ კალანდაძე კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატის კლუბ „პროვანს ექსში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა.
„„პროვანს ექსი“ ოფიციალურად ადასტურებს, რომ „შამბერიდან“ ჩვენს კლუბს ნიკოლოზ კალანდაძე შემოუერთდება. ქართველ ხელბურთელთან კონტრაქტი 2028 წლამდე გაფორმდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმების გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, 22 წლის ხელბურთელი მზადაა, ახალი გამოწვევა მიიღოს. ნიკოლოზმა დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის მოთამაშეა, საფრანგეთის ჩემპიონატში რამდენიმე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, რაც ადასტურებს, რომ მას დიდი მომავალი აქვს.
კეთილი იყოს შენი მობრძანება, ნიკოლოზ!“ – აღნიშნულია კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
ნიკოლოზ კალანდაძე – „როდესაც „პროვანს ექსის“ წარმომადგენლები ტრანსფერით დაინტერესდნენ, „შამბერში“ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს დავუკავშირდი. მათთან საუბრის შემდეგ ახალი პროექტით დავინტერესდი. მინდა, თამაშით სიამოვნება მივიღო და გუნდს გამარჯვებებში და წარამატების მიღწევაში დავეხმარო“.
საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში „ექსს“ 15 თამაშის შემდეგ 14 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა.