ხელბურთი - მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ტური დასრულდა
 ხელბურთი - მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ტური დასრულდა

დანია-გერმანიაში მიმდინარე ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, პირველი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა. A ჯგუფში უდანაკარგოდ ორი გუნდი, მასპინძელი გერმანია და მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი გამოდის. გერმანელებმა ორივე შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგეს. ფრანგებს მოულოდნელად ცოტა ბრაზილიასთან გაუჭირდათ 24:22. მეორე ტურში კი სერბებს ძალიან ადვილად 32:21მოუგეს.

B ჯგუფში, სტარტზე ორივე მატჩის მოგება ესპანეთმა, მაკედონიამ და ხორვატიამ შეძლეს. ესპანეთი ჯერ ბაჰრეინს გაუსწორდა 33:23, შემდეგ ისლანდიაც დაამარცხა 32:25. მაკედონიამ იაპონიას და ბაჰრეინს აჯობა. ხორვატებმა პირველ ტურში თამაშის ბოლოს გატეხეს ისლანდია 31:27, მეორე ტურში კი 35:27 მოუგეს იაპონიას. სავარაუდოდ სწორედ ეს სამი გუნდი შეძლებს, შემდეგ ეტაპზე გასვლას.

C ჯგუფში, როგორც მოსალოდნელი იყო, დანია და ნორვეგია პირველობენ. გამსვლელი მესამე ადგილისთვის  კი ავსტრია, ჩილე და ტუნისი დიდ ბრძოლას გამართავენ.

D ჯგუფში მხოლოდ შვედებმა მოახერხეს ორივე შეხვედრის მოგება. მეორე-მესამე ადგილზე გასვლის მეტ-ნაკლები შანსი ხუთ გუნდს დარჩა. დღეს მესამე ტური სრულად გაიმართება და ლიდერებს დღესვე შეუძლიათ ლოკალური ამოცანის გადაწყვეტა და შემდეგ ეტაპზე თამაშის დაბევება.