ხელბურთი | მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს #1TVSPORT
ხელბურთი | მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი მირიან გავაშელიშვილი კარიერას პოლონურ კლუბ „ოსტროვიაში“ გააგრძელებს. 24 წლის გამთამაშებელი ახალ კლუბს 2025/26 წლების სეზონიდან შეუერთდება.

გავაშელიშვილმა პროფესიული კარიერა საქართველოში, თელავის „იმედში“ დაიწყო, ბოლო ორი სეზონი კი სერბულ „მეტალოპლასტიკაში“ თამაშობდა. სერბეთის სუპერლიგაში მან  55 მატჩში 73 გოლი გაიტანა.

გავაშელიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, რომლის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

„გავაშელიშვილი უნივერსალური ტიპის გამთამაშებელია, რომელსაც მოედნის კარგი ხედვა აქვს. გვჯერა, რომ ახალი სეზონიდან ჩვენს გუნდს დიდ სარგებლობას მოუტანს“, – ასე გამოეხმაურა პოლონური კლუბი ქართველი ხელბურთელის ტრანსფერს.