ხელბურთი | IHF-ის თასზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მესამე ადგილისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ხელბურთი | IHF-ის თასზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მესამე ადგილისთვის იბრძოლებს #1TVSPORT

კოსოვოში მიმდინარე IHF-ის თასზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნახევარფინალური შეხვედრა ბულგარეთის ნაკრებთან 33:39 წააგო.

ქართველი ხელბურთელები 18 იანვარს კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებენ – მესამე ადგილისთვის მატჩში მათი მეტოქე კოსოვოსა და დიდი ბრიტანეთის შეხვედრაში გამოვლინდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

დავით გრიშიკაშვილი (7 გოლი), დავით ხელისუფალი (6), ვახტანგ ხარებაშვილი (6), გიორგი კაპანაძე (5), ალექსანდრე შიოშვილი (4), ნიკოლოზ მამულაშვილი (2), საბა ფუტკარაძე (1), საბა ბუიღლიშვილი (1), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), ირაკლი გურული, თორნიკე გაგუა, გიორგი მაზანიშვილი, ალექსანდრე ბოჟაძე, ნიკოლოზ ბოჟაძე.