ხელბურთი | IHF-ის თასზე საქართველოს 18-წლამდე ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები IHF-ის თასზე დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 33:25 დაამარცხა.
ქართველმა ხელბურთელებმა მეტოქეს ამჯერადაც აჯობეს, 34:27 მოიგეს და ტურნირზე გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულეს.
ქართველი ჭაბუკები თავიდანვე დაწინაურდნენ და შეხვედრის ბოლომდე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. 9 გოლით საუკეთესო ალექსანდრე შიოშვილი იყო, ხოლო მეკარე თორნიკე გაგუამ 17 მოგერიების შესრულება მოახერხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
თორნიკე გაგუა (17 სეივი), ალექსანდრე შიოშვილი (9 გოლი), გიორგი კაპანაძე (7), ვახტანგ ხარებაშვილი (6), დავით გრიშიკაშვილი (4), დავით ხელისუფალი (1), საბა ფუტკარაძე (3), საბა ბუიღლიშვილი (2), ნიკოლოზ მამულაშვიი (2), ირაკლი გურული, ნიკოლოზ ნარიმანიძე, გიორგი მაზანიშვილი, ალექსანდრე ბოჟაძე, ნიკოლოზ ბოჟაძე.