ხელბურთი | გიორგი დიხამინჯიამ პოლონეთში 12 გოლი გაიტანა, ცხოვრებაძემ ბუნდესლიგაში ჰეთთრიკი შეასრულა #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი დიხამინჯიამ პოლონეთში 12 გოლი გაიტანა, ცხოვრებაძემ ბუნდესლიგაში ჰეთთრიკი შეასრულა #1TVSPORT

ხელბურთში პოლონეთის ჩემპიონატის გასავარდნ ზონაში, ბოლოსწინა ტურში „აზოტმა“ გასვლითი მატჩი 36:40 წააგო „კვიძინთან“.

ამ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი დიხამინჯია იყო, რომელმაც 12 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების მეკარეს, ზურაბ ცინცაძეს კი შედარებით ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა და სამი „სეივი“ შეასრულა.

გერმანიის ბუნდესლიგაში „გუმერსბახმა“ გასვლითი მატჩი 34:32 მოიგო „რაინ ნეკართან“, რაშიც თავისი წვლილი გიორგი ცხოვრებაძემ შეიტანა – საქართველოს ნაკრების ლიდერმა ჰეთთრიკი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „გუმერსბახი“ 34 ქულით მე-9 ადგილზეა.