ხელბურთი | გიორგი დიხამინჯია ჩეხურ „ლოვოსიცეში“ ითამაშებს #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი დიხამინჯია ჩეხურ „ლოვოსიცეში“ ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი გიორგი დიხამინჯია კარიერას ჩეხეთის კლუბ „ლოვოსიცეში“ განაგრძობს. 25 წლის სპორტსმენმა ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს ივლისიდან შეუერთდება.

„ლოვოსიცე“ ჩეხეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს და სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. დიხამინჯიას ახალი კლუბი ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

„ლოვოსიცე“ ჩეხეთის ჩემპიონატის ექვსგზის პრიზიორი (2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და სამგზის თასის მფლობელია. შეგახსენებთ, რომ გიორგი დიხამინჯია წელს გერმანულ კლუბ „ლუბენაუში“ ასპარეზობდა და წინა სეზონში ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.