ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტურნირის 10 საუკეთესო გოლი გამოვლინდა. რჩეულთა შორის მეექვსე ადგილზე საქართველოს ნაკრების წევრის, გიორგი ცხოვრებაძის მიერ გატანილი ბურთი დასახელდა, რომელიც მან ნიდერლანდებთან გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დანიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში გერმანიას სძლია. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ იასპარეზა.