ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესოდ დასახელდა [ვიდეო] #1TVSPORT
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მე-13 ტურში „ზაგრებმა“, სადაც გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, პლოცკის „ვისლას“ უმასპინძლა და 26:34 დამარცხდა.
ცხოვრებაძე მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. მის მიერ გატანილი ერთ-ერთი გოლი კი მე-13 ტურის საუკეთესოდ დასახელდა.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩს „ზაგრები“ 11 მარტს დანიაში „გუდმესთან“ გამართავს და ტურნირზე გამოსვლას ამით დაასრულებს.