ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძის ექვსი გოლი ჩემპიონთა ლიგაში #1TVSPORT
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მე-13 ტურში გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებმა“ საკუთარ მოედანზე პლოცკის „ვისლას“ უმასპინძლა და 26:34 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა – ცხოვრებაძის ანგარიშზე ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა, რაც „ზაგრების“ შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებლია.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩს „ზაგრები“ 11 მარტს დანიაში „გუდმესთან“ გამართავს და ტურნირზე გამოსვლას ამით დაასრულებს.