ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძის 11 გოლი ჩემპიონთა ლიგაში – „ზაგრებმა“ „ცელიე“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებმა“ ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი სლოვენიურ „ცელიესთან“ გამართა და 38:32 მოიგო.
„ზაგრებისა“ და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ჩემპიონთა ლიგაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა – 11 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.
„ზაგრებმა“ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლა დაასრულა – ხორვატიის ჩემპიონი ევროპულ სეზონს რანგით მეორე ტურნირზე, ევროპალიგაზე განაგრძობს.