ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძეს სლოვენიის ჩემპიონი იწვევს #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძეს სლოვენიის ჩემპიონი იწვევს #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე, დიდი ალბათობით, სლოვენიის ჩემპიონატში განაგრძობს თამაშს.

სატრანსფერო სააგენტო Handballia სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაცის, რომ ქართველ ხელბურთელის დამატებას სლოვენიის ჩემპიონი, ლიუბლიანის „სლოვანი“ ცდილობს.

„ლიუბლიანის „სლოვანს“ დიდი სურვილი აქვს, რომ ქართველი ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე დაიმატოს, რომელიც გამორჩეულია მაღალი ნახტომითა და ძლიერი დარტყმით. თუ ეს გარიგება შედგა, სლოვენიის ჩემპიონატში კლუნისა და ცხოვრებაძის გამორჩეული ტანდემი ითამაშებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ცხოვრებაძე ბოლოს გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „გუმერსბახში“ გამოდიოდა, სადაც ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა, სეზონის ბოლოს გერმანული კლუბის დატოვება გადაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.

„სლოვანმა“ სლოვენიის ჩემპონატის 2024-25 წლების სეზონის რეგუალრული ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა, პლეი ოფის ნახევარფინალში „ტრიმო“ 2:0 დაამარცხა, ფინალში „გორენიესაც“ ანალოგიური ანგარიშით სძლია და ჩემპიონი გახდა.

სლოვენიის ჩემპიონატის ახალი სეზონი 6 სექტემბერს დაიწყება.