ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ ხორვატიის ჩემპიონატში ცხრა გოლი გაიტანა #1TVSPORT
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ შედეგიანი მატჩი ჩაატარა ხორვატის ჩემპიონატში – „ზაგრებმა“, სადაც ქართველი ხელბურთელი თამაშობს, საკუთარ მოედანზე „ვარააჟდინს“ უმასპინძლა და 40:27 დაამარცხდა.
ამ მატჩში ცხოვრებაძემ 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა და ზაგრებელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ასევე შედეგიანი მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში „პროვანს ექსის“ შემადგენლობაში ნიკოლოზ კალანდაძემ. მისმა გუნდმა „ჩამბერთან“ ფრედ 32:32 ითამაშა, კალანდაძემ 6 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.