ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში ექვსი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ გერმანიის ბუნდესლიგაში ექვსი გოლი გაიტანა #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგაში „გუმერსბახმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, მორიგი ტურის მატჩი გამართა, საკუთარ მოედანზე „პოტსდამს“ უმასპინძლა და 31:27 დაამარცხა.

ცხოვრებაძემ საკმაოდ შედეგიანი მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 6 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა.

26 ტურის შემდეგ „გუმერსბახს“ 30 ქულა აქვს, ბუნდესლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მე-9 ადგილზეა და ევროპის ლიგაში გამსვლელი გუნდების ზონას 7 ქულით ჩამორჩება.

„გუმერსბახი“ მომდევნო მატჩს 2 მაისს სტუმრად, „ლემგოსთან“ ჩაატარებს.