ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ათი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ათი გოლი გაიტანა #1TVSPORT

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში „ზაგრებმა“ ბოლო ტურის მატჩი დანიაში „გუდმესთან“ გამართა.

ხორვატული კლუბის ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ცხოვრებაძემ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა – საქართველოს ნაკრების ლიდერმა დანიელებს 10 გოლი გაუტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც ორივე გუნდის შემდგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. ამის მიუხედავად, „ზაგრები“ 28:33 დამარცხდა.

ქართველმა ლეგიონერმა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 14 ტურში 46 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.  „ზაგრებმა“ ტურნირზე გამოსავლა 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.