ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაში სამი გოლი გაიტანა #1TVSPORT
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მეორე ტურის მატჩი ჩაატარა „ზაგრებმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს.
ხორვატული კლუბი პარიზში სტუმრად „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდა და 30:34 დამარცხდა.
გიორგი ცხოვრებაძემ პარიზელებს სამი გოლი გაუტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.
ორი ტურის შემდეგ „ზაგრები“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა – მომდევნო მატჩს ხორვატული კლუბი 8 ოქტომბერს დანიურ „ოლბორგთან“ გამართავს.