ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას“ ხუთი გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში „ზაგრები“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდა და 26:46 დამარცხდა.

ხორვატული გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე და ფილიპ გლავაში იყვნენ, რომლებმაც მეტოქეს 5-5 გოლი გაუტანეს.

ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს „ზაგრები“ საკუთარ მოედანზე პლოცკის “ვისლასთან” 4 მარტს ჩაატარებს.