ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე - უნდა დავიჯეროთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი წინ არის #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე - უნდა დავიჯეროთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი წინ არის #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ხორვატიასთან მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ გააკეთა.

„ჩემი აზრით, თანაბარი ანგარიშის დროს ყველა მოთამაშეს გვსურდა, წარმატებაში წვლილი შეგვეტანა და შესაძლოა, საბოლოო შედეგი ზედმეტმა მონდომებამ განაპირობა.

ამ თამაშს განვიხილავთ. გულდასაწყვეტია, ხორვატია გრანდია, თუმცა შეგვეძლო მოგება და კიდევ ერთი სასწაულის მოხდენა ევროპის ჩემპიონატზე. უნდა დავიჯეროთ, რომ ყველაფერი წინ არის. ყველა გუნდთან ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“, – აღნიშნა ცხოვრებაძემ.

ხელბურთში კონტინენტის პირველობა შვედეთსა და ნორვეგიაში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში ასპარეზობს და ყველა მატჩს ქალაქ მალმეში გამართავს.

საქართველოსა და ხორვატიის გარდა, ჯგუფში ნიდერლანდები და შვედეთი არიან. პლეი ოფში ასპარეზობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გააგრძელებს. ტიტე კალანდაძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 19 იანვარს შვედეთთან გამართავს.