ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია - ქართველი ფინალის საუკეთესო მათამაშე გახდა #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია - ქართველი ფინალის საუკეთესო მათამაშე გახდა #1TVSPORT

ხელბურთში ხორვატიის თასის ფინალში „ზაგრებმა“ ნაშიცეს „ნექსე“ 32:21 დაამარცხა და ხორვატიის თასს 32-ედ დაეუფლა.

ზაგრებელთა რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ, რომელმაც ცხრა გოლი გაიტანა და ფინალის MVP გახდა.

გიორგი ცხოვრებაძეს მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი ტიტულის მოპოვების შანსი აქვს – 29 მაისს ხორვატიის ჩემპიონატში „ზაგრები“ „სესვეტეს“ უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში ხორვატიის ჩემპიონობასაც იზეიმებს.