ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის ჩემპიონატში ითამაშებს - საქართველოს ნაკრების ლიდერი „ზაგრებში“ გადავიდა #1TVSPORT
ხელბურთი | გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის ჩემპიონატში ითამაშებს - საქართველოს ნაკრების ლიდერი „ზაგრებში“ გადავიდა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის ჩემპიონ „ზაგრებში“ ითამაშებს – ინფორმაციას handball-world.news-ი ავრცელებს.

„ხორვატიის ჩემპიონმა „ზაგრებმა“ ახალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტება გიორგი ცხოვრებაძის ტრანსფერით დაასრულა, რომელიც გუნდში გერმანული „გუმერსბახიდან“ გადავიდა.

იგორ კარაჩიჩის შემდეგ მეორე დიდი სახელი, ვინც ახალ სეზონში „ზაგრებში“ ითამაშებს, საქართველოს ნაკრების ლიდერი გორგი ცხოვრებაძეა. 23 წლის მოთამაშე ხორავტული გუნდის თამაშს სიახლეს, სისწრაფესა და გოლების გატანის შესაძლებლობას შესძენს.

ანდრია ნიკოლიჩის სამწვრთნელო შტაბს ახალ სეზონში ქართველი ხელბურთელის დიდი იმედი აქვს“, – წერს გამოცემა ცხოვრებაძის ტრანსფერზე.

ახალ სეზონში „ზაგრები“, ხორვატიის ჩემპიონატთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშებს, სადაც პირველ მატჩს 11 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიაში „პელისტერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს – გიორგი ცხოვრებაძე კიდევ ერთი ქართველი ხელბურთელი გახდება, ვინც ამ პრესტიჟულ ტურნირში ითამაშებს.